ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წარმატებით ფუნქციონირებს Bloomberg-ის საერთაშორისო სასაწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს, რეალურ დროში, თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ მსოფლიოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესებისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ.
Bloomberg L.P. მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა ფინანსური ინფორმაციის, ბიზნეს-მედიისა და ანალიტიკური სერვისების სფეროში. იგი დააარსა Michael Bloomberg-მა 1981 წელს. კომპანია საერთაშორისო საფინანსო ბაზრების მონაწილეებს რეალურ დროში აწვდის მონაცემებს, ანალიტიკურ ინფორმაციასა და პროფესიულ ინსტრუმენტებს.
საგანმანათლებლო პროგრამის Bloomberg Education ფარგლებში Bloomberg-მა უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავა სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომლის ინფრასტრუქტურაც ითვალისწინებს 12 ტერმინალზე დაფუძნებული პროფესიული „დილინგ რუმის“ (Dealing Room) ანალოგის შექმნას საგანმანათლებლო მიზნებისთის.
Bloomberg-ის ლაბორატორია უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, სტუდენტებს რეალურ დროში შეასწავლოს ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების პრინციპები, საბირჟო ოპერაციების განხორციელების საფუძვლები და სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენების მეთოდები.
Bloomberg-ის პლატფორმის მეშვეობით თსუ-ს სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს პირდაპირი წვდომა აქვთ საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონაცემებზე და შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ლაბორატორიის რესურსები ფართოდ გამოიყენება, როგორც სასწავლო პროცესში, ისე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. Bloomberg-ის ტერმინალების საშუალებით შესაძლებელია მონაცემებისა და ანალიტიკური მასალების მიღება შემდეგი მიმართულებებით:
სავალუტო ბაზრები (Forex);
კომპანიებისა და კორპორაციების შესახებ ინფორმაცია;
ფინანსური ბაზრების ინდექსები და რეიტინგები;
მაკროეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები;
სასაქონლო, აქციებისა და ობლიგაციების ბაზრები;
Bloomberg-ის კვლევითი და ანალიტიკური რესურსები.
გარდა ამისა, თსუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ Bloomberg-ის ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამები და მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები შემდეგ კურსებში:
Bloomberg Finance Fundamentals (BFF);
Bloomberg Market Concepts (BMC);
Environmental, Social & Governance (ESG);
Bloomberg Spreadsheet Analysis (BSA).
აღნიშნული სასერტიფიკატო პროგრამები სტუდენტებს ეხმარება ფინანსური ბაზრების, საინვესტიციო საქმიანობისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
2026-2027 სასწავლო წელს Bloomberg-ის საერთაშორისო ლაბორატორია გეგმავს წარმოადგინოს განვითარების განახლებული სტრატეგია და ხედვა, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
